


მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი წარადგინეს თემაზე: „მდგრადი განვითარების მიზნები (SDG)”.
მოსწავლეებმა განიხილეს 2030 წლისთვის დასახული გლობალური ამოცანები და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გახდეს სამყარო უფრო სამართლიანი და უსაფრთხო.
მოსწავლეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ისეთი გლობალური გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ხარისხიანი განათლება, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. პრეზენტაციების ფარგლებში მათ არა მხოლოდ პრობლემები დასვეს, არამედ წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და გადაჭრის გზები, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს წვლილი შეიტანოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და პასუხისმგებლიანი თაობის ჩამოყალიბებას.
