




IX კლასელებთან ერთად ერთა გეოლოგიის მუზეუმის მონახულება ნამდვილ აღმოჩენების დღედ იქცა. მინერალების ბრწყინვალება, ქანების მრავალფეროვნება და დედამიწის მილიონობით წლის ისტორია ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა. საქართველოს წარმოშობის ისტორიას განსაკუთრებული ინტერესით გავეცანით.
დღე სავსე იყო გაოცებისა და აღტაცების ემოციებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ როცა სწავლა საკლასო სივრცეს სცდება, ის ბევრად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება.
ბევრი კითხვა და კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა — ასე იქცევა გაკვეთილი ნამდვილ თავგადასავლად. მუზეუმში სტუმრობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსებით არის ჩვენი სამშობლო.
გეოგრაფიის მასწავლებელი : მანანა სანაკოევი
