დღეს N1 სკოლა გოქაძეში ჩატარდა დეზინფექცია-დეზინსექცია. პროცესი განხორციელდა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების სრული დაცვით.ყველა საკლასო ოთახი, დერეფანი, ადმინისტრაციული სივრცე და საერთო სარგებლობის ადგილი საფუძვლიანად დამუშავდა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. დამუშავების მიზანია მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა. სკოლა მუდმივად ზრუნავს სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვაზე.