V კლასის მოსწავლეებმა თემის „ფართობი“ ფარგლებში წარმოადგინეს შემოქმედებითი პროექტი, რომლის მიზანი იყო სკოლის შენობისა და ეზოს ვიზუალური მოდელის შექმნა. მათ დეტალურად დააგეგმარეს ეზოს განაშენიანება და ყვავილნარის განთავსების ადგილიც შეარჩიეს. პროექტი ორ ფორმატში შესრულდა — მაკეტის სახით და Minecraft-ის სამყაროში შექმნილი მოდელით, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა, ფართობის გაანგარიშება და სივრცის წარმოდგენა პრაქტიკულად გამოეყენებინათ.
პროექტს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი თეკლა გვეტაძე.