შპს N 1 სკოლაში ტრადიციად ქცეული ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოსწავლემ.
პირველი ადგილი დაიკავა VIII (ე) კლასმა, მეორე ადგილი — VIII (ა), ხოლო მესამე ადგილი — VII (ა) კლასებმა.
ტურნირის გამარჯვებულები შემდეგნაირად გამოვლინდნენ:
• საუკეთესო მეკარე — რატი ლომსიანიძე
• საუკეთესო მცველი — ლუკა გორგოძე
• საუკეთესო ნახევარმცველი — ილია იობიძე
• საუკეთესო თავდამსხმელი — ლუკა ლაგვილავა
• ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი — ლუკა ლაგვილავა.
ვულოცავთ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში!
მასწავლებლები: გიორგი ჯანაძე, ჯუკა ჯანელიძე