შპს N 1 სკოლის მე-8 (გ) კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს ორ გამოჩენილ ქართველ მეფეზე – გიორგი მესამესა და თამარ მეფეზე.

მოსწავლეებმა აღნიშნეს გიორგი მესამის დიდი წვლილი საქართველოს გაძლიერებაში. მათ გაიხსენეს თამარ მეფის დროინდელი ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება – შამქორისა და ბასიანის ბრძოლები, ასევე მათი პოლიტიკური შედეგები საქართველოსთვის. ისაუბრეს ქართველების წარმატებულ ლაშქრობაზე ირანში, ტრაპიზონის იმპერიის შექმნაზე და ქვეყნის ოქროს ხანაზე. პრეზენტაცია განსაკუთრებით დაამშვენა თამარ მეფის არაჩვეულებრივმა ნახატმა.

მასწავლებელი : გიორგი ჯანაძე