პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში 9-10 კლასელებთან შეხვედრა ჩაატარა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა სესილი ასათიანმა.
სესილიმ მოსწავლეებს გააცნო გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციები , ის გამოწვევები და დადებითი მხარეები , რაც თან სდევს საზღვარგარეთ სწავლებას,გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება.
შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და საინტერესო კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.