შპს N1 სკოლაში ჩატარდა საინტერესო და საგანმანათლებლო პრეზენტაცია დალტონიზმის თემაზე. პრეზენტაცია ქუთაისის მერის ახალგაზრდული საბჭოს პროექტის კონკურსანტებმა – ნინა კანტილემ, ანასტასია ვაშაყმაძემ და ანი გორგობიანმა წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ აღიქვამენ ფერებს დალტონიზმის მქონე ადამიანები, რა გამოწვევებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ შეიძლება მათი დახმარება.
ღონისძიების ფარგლებში გამოცხადდა ფოტოკონკურსი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადაეღოთ ფოტოები, რომლებიც თემასთან იქნებოდა დაკავშირებული. გამარჯვებულებს პრეზენტაციის ავტორები სპეციალური პრიზებით დააჯილდოებენ.
ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ახალი ცოდნა შეეძინათ. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების სოციალური საკითხების უკეთ გაგებას.