ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაიწყო „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევა. ეს პროექტი ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ლიდერული უნარები, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დღეს, შპს N1 სკოლის მოსწავლეებს მერიის ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და ჩაუტარეს პრეზენტაცია პროგრამის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები, გაიზიარეს საკუთარი შეხედულებები და მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე.
შპს N1 სკოლა და ახალგაზრდული საბჭო აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და დაეხმარება მომავალ ლიდერებად ჩამოყალიბებაში.
ჩვენი სკოლა მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებებს ლიდერობის გზაზე!