შპს N1 სკოლის მე-7 (ბ) კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “Home Sweet Home”.
მოსწავლეთა ნაწილმა პრეზენტაცია წარადგინა ფიზიკურ ფორმატზე, ხოლო ნაწილმა იმუშავა PowerPoint-ში.
ნამუშევრები მრავალფეროვანი იყო, რადგან მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი როგორც რეალური ფოტოებით, ასევე ნახატებით. მათ გამოიყენეს შესწავლილი ლექსიკა და აღწერეს საკუთარი სახლის ექსტერიერი და ინტერიერი. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ საუკეთესო მოგონებებზე, რომლებიც მათ სახლს უკავშირდება.
პროექტის ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთის ნამუშევრები შეაფასეს და გაიცნენ რეკომენდაციები.
ინგლისური ენის მასწავლებელი: ია ასათიანი