მეშვიდე კლასის ისტორიის სასწავლო პროგრამაში ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ეპოქების გავლის შემდგომ, შპს N1 სკოლის მე-7(ბ) კლასის მოსწავლეები ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ, რათა მათ საკუთარი თვალით ეხილათ პირველყოფილი ადამიანების მიერ დამზადებული საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, კერამიკული ნაკეთობები, კოლხური მონეტები, ქართველი მეომრის აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები. მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
ელისო მაცაბერიძე