N1 სკოლის მე-7(ა) და მე-7(გ) კლასის მოსწავლეები ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქვისა და ბრინჯაოს ხანის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, კერამიკული ნაკეთობები, კოლხური მონეტები, ქართველი მეომრის აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.განიხილეს მუზეუმში წარმოდგენილი ნივთები, რომლებსაც უკვე იცნობდნენ ისტორიის სახელმძღვანელოებიდან. მათ დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები .

ვიზიტი განსაკუთრებით გაამდიდრა სამახსოვრო ფოტოსესიამ.

მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღსავსე და მეტად კმაყოფილები დარჩნენ.

პედაგოგი: გიორგი ჯანაძე