N 1 სკოლის მე-8(დ) კლასში წარმოადგინეს პრეზენტაცია : “საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა/განვითარების დარღვევები”
მოსწავლეებმა განმარტეს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა,საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის და წაკითხულის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს თანატოლებში ტანადობის დარღვევის მიზეზები.
დაასაბუთეს მიღებული ცოდნის გამოყენების პერსპექტივა და იმსჯელეს პრევენციულ მექანიზმებზე.
• ისინი მიხვდნენ, რომ ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ მოძრაობის უნარის შესანარჩუნებლად, არამედ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლადაც აუცილებელია.
• გაკვეთილმა მათ განუვითარა პასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
პედაგოგი: მაია ნათბილაძე