N 1 სკოლის მე-8 (ა) და მე-8 (ე) კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ანა ფრანკის ცხოვრებისა და მისი ისტორიის შესახებ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება II მსოფლიო ომის მოვლენებისა და მათი შედეგების შესახებ.
მოსწავლეებმა ერთი ადამიანის ცხოვრების მაგალითზე შეაფასეს ომის სისასტიკე და განიხილეს, რაოდენ უძლურია ადამიანი სასტიკი ეპოქის წინაშე. თითოეულმა მონაწილემ დიდი პასუხისმგებლობით მოამზადა პრეზენტაცია, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ ერთმანეთთან გაეზიარებინათ შეხედულებები, ემოციები და ანალიზი.
პროექტმა ხელი შეუწყო არამარტო ისტორიის უკეთ გაცნობას, არამედ თანაგრძნობის, სოლიდარობისა და ჰუმანური ღირებულებების აღზრდას მოსწავლეებში.
პედაგოგი: თამთა ხარაბაძე