პროექტი “My favourite fruit”, რომელიც შპს N1 სკოლის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, ძალიან საინტერესო და კრეატიული გამოვიდა. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა სხვადასხვა ფერადი ჩანახატების მეშვეობით წარმოაჩინეს თავიანთი საყვარელი ხილი, რაც მათ არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ენობრივი უნარების განვითარებაში დაეხმარა. მიზანი იყო ინგლისური ლექსიკის გამდიდრება .

პროექტი ძალიან სახალისო და შემოქმედებითია, რადგან ბავშვებს საშუალება მიეცათ, ინდივიდუალურად და ჯგუფურად განეხორციელებინათ თავიანთი იდეები და წარმოდგენები, რაც როგორც ლექსიკას, ისე ზოგადად ინგლისური ენის უნარებს გააძლიერებს.

პედაგოგი : ნინო სოფრომაძე