დღეს კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩვენს სკოლაში გვესტუმრნენ, სადაც მათ დეტალურად ისაუბრეს სასწავლო პროგრამებზე და ბაკალავრიატის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მე-12 კლასელებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, რა დროსაც თითოეულ მათგანს გაეცათ კონკრეტული პასუხები და რჩევები.

შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტის ფაკულტეტები, მათ შორის იურიდიული მეცნიერებები, ბიზნესი და არქიტექტურა, ასევე ორი პროფესიის ერთად არჩევის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ისაუბრეს ამერიკის უნივერსიტეტში, ნიუ ჯერსიში, სწავლის გაგრძელების პერსპექტივებზე, რაც სტუდენტებს ახალ, საერთაშორისო დონეზე განათლების მიღების შანსებს სთავაზობს.

ამ შეხვედრის ფარგლებში, ყველა მონაწილემ მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ არჩევანსა და განვითარებაში დაეხმარება.