მოზარდებში ემოციური ინტელექტისა და პროფორიენტაციის ცნობიერების ამაღლების კვირეული გრძელდება ჩვენთან მოწვეულ სერტიფიცირებული კარიერის კონსულტანტ მარიამ ედიბერიძესთან ერთად. კვირის განმავლობაში გაიმართა შეხვედრა VIII, IX და X კლასის მოსწავლეებთან თემაზე: “როგორ შევარჩიოთ პროფესია”. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ პროფესიის არჩევისა და კარიერის დაგეგმარების გზას.იმსჯელეს განათლების მიღების მნიშვნელობაზე, გაეცნენ პროფესიის არჩევის დროს, რა ზეგავლენები არსებობს და როგორ შეიძლება მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.
ღონისძიება დაგეგმილი იყო არაფორმალური განათლების სავარჯიშოებითა და კარიერის კონსულტირების შესაბამისი კომპეტენციებით.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა გაიუმჯობესეს გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის , კითხვის დასმისა და მსჯელობის , პრეზენტაციისა და კრეატიულობის , კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.