მოზარდებში ემოციური ინტელექტის და პროფორინეტაციის ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენს სკოლაში მოვიწვიეთ სერტიფიცირებული კარიერის კონსულტანტი მარიამ ედიბერიძე.
კვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა მე-7 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის ფარგლებში იმუშავეს გუნდურობაზე, გაიუმჯობეს საპრეზენტაციო უნარები, ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, ჩამოუყალიბდათ ხედვა პროფესიის არჩევის გზაზე თუ რა ეტაპები აქვთ გასავლელი, შექმნეს თავიანთი ავტო-პორტრეტი, გაიაზრეს საკუთარი შესაძლებლობები და უკეთ გაიცნეს ფორმალური განათლების სივრცეში თანაკლასელები. შეხვედრები დაგეგმილი იყო არაფორმალური განათლების გუნდური და ინდივიდუალური სავარჯიშოებით, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარება გაიუმჯობესონ ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.