N1 სკოლის IXა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ ტაბატაძის ხელმძღვანელობით პროექტ „ფესვების “ პრეზენტაცია გამართეს. მასზე მუშაობის პროცესში განხორციელდა საინტერესო აქტივობები: • გაეცნენ მიხეილ ჯავახიშვილის შესანიშნავ მოთხრობას „მიწის ყივილს“; • ნახეს ქართული ფილმი „ფესვები“ და გამართეს დისკუსია ფილმის ირგვლივ; • მოისმინეს და გაიაზრეს ემიგრანტი ახლობლების მონათხრობი, რომლებიც უცხოეთში იმყოფებოდნენ; • ქართველი ემიგრანტებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. ისაუბრეს ერთსა და იმავე თემატიკაზე შექმნილი ქართული პროზისა და კინემატოგრაფიის უაღრესად აქტუალურ და მნიშვნელოვან ქმნილებებზე. აღნიშნეს მოთხრობისა და ფილმის მსგავსება-განსხვავებები, განიხილეს მთავარი პერსონაჟის შინაგანი სამყარო, ეპოქალური სინამდვილე და გამოკვეთეს მათში აღწერილი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ისე ჩვენთვის მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით.