გოჩა გოქაძე
დაბადების თარიღი 03.02.1963
განათლება
1980-1985 წ.წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებელი
სამუშაო გამოცდილება
1984-1987 წ.წ. დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოს საშუალო სკოლა-ინტერნატის მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი
1987-1995 წ.წ. – ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და მათემატიკის საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელი
1991-1992 წ.წ.- ქუთაისის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი
1995-2011 წ.წ.-ქუთაისის იოსებ ოცხელის სახ. N2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და მათემატიკის საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელი 1995 წ-დან დღემდე შ.პ.ს. N1 სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი
სტატუსი
უფროსი მასწავლებელი
წარმატებები / ჯილდოები
1986წ- ჟურნალ ‘’Математика в школе’’ -ს მიერ
მათემატიკურ წრეებს შორის ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის II ხარისხის დიპლომი
1991წ- პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის
მ. ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტთან არსებული
დაუსწრებელი მათემატიკური სკოლის სრული კურსის
(1988-1991 წ.წ.) დასრულების მოწმობა
2010 წ.-საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი მასწავლებელი
1993-2012 წ.წ.- საქართველოს განათლების სამინისტროს საპატიო სიგელები.
1995წ- სოროსის საგანმანათლებლო პროგრამის სიგელი საერთაშორისო ასპარეზზე მოსწავლეთა განსაკუთრებული წარმატებებისათვის.
სოროსის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი( 8-ჯერ), მათემატიკის სწავლებაში განსაკუთრებული წარმატებებისათვის
1996 წ-საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის საპატიო სიგელი მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციისათვის გაწეული ორგანიზატორული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის