N1 სკოლა! გვენდეთ! გაგიმართლებთ!

სიახლე



ა/წ 14 მაისს ქ. ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა საქალაქო კონკურსი „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შ.პ.ს. №1 სკოლის IIIბ კლასის მოსწავლემ ბარბარე ხელაძემ..
მან ზეპირად წაიკითხა პოემიდან ნაწყვეტი - „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა“..
არბარემ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით.




შ.პ.ს. №1 სკოლის დირექცია ულოცავს II გ კლასის მოსწავლეს, ბარბარე მოდებაძეს, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XII რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში "იპოვე შენი ვარსკვლავი" მოპოვებულ I ადგილსა და ოქროს მედალს.
სკოლის დირექცია უსურვებს წარმატებას




თამარის მეფობის მნიშვნელობა და ფასი შ.პ.ს. №1 სკოლის ყველა ასაკის მოსწავლისათვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ ისინი ამა წლის 14 მაისს წმინდა თამარის ხსენების დღეს ესტუმრნენ გეგუთის სასახლეს.
გაიხსენეს ჩვენი დიდებული მეფე, გადაიღეს ფოტოები, შექმნეს ვიდეოკოლაჟი და კიდევ ერთხელ გაიზიარეს, ჩვენი ისტორიული წარსულის ფასი და მნიშვნელობა.
























შ.პ.ს. № 1 სკოლა გილოცავთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდეს დღესასწაულს!
ქრისტეს აღდგომა სიკვდილსა და ცოდვაზე გამარჯვების დღეა!
ქრისტე აღსდგა!!!
ჭეშმარიტად აღსდგა!!!




22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!!!
ჩვენი პლანეტის დაცვის მიზნით მილიონობით მოხალისე მონაწილეობს სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
ამ დღისადმი მიძღვნილ აქციას ქ. ქ უთაისის მერიასთან ერთად ჩვენი შ.პ.ს. №1 სკოლაც შეუერთდა.
ერთად დავდგეთ ბუნების სადარაჯოზე! ...
დარგე ხე და გადაარჩინე დედამიწა!...
მეტი სიმწვანე, მეტი სიცოცხლეა! ...


















>
სპორტული აღზრდა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა შპს.1 სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ყოველდღიური მრავალფეროვანი სპორტული გაკვეთილები პროფესიონალების ხელმძღვანელობით ავითარებს აღსაზრდელების ფიზიკურ მონაცემებს,მოტორიკას,კოორდინაციის უნარს.
სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა ჩვენთან გამართული ,,მხიარული სტარტები“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები.
მათ წარმატებით მოახერხეს საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება და პოზიტიური განწყობის შექმნა.
შეჯიბრს თან ახლდა მხიარულება,კურიოზები,მხურვალე გულშემატკივრობა და ემოციების ზღვა...
აქტიურად იყვენ ჩართული პედაგოგები და მშობლები.
ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული კლასები და დაჯიდოვდა შესაბამისი პრიზებით.თასებით და სიგელებით.


















>
ნათელი,თბილი, დაუვიწყარი დღე აჩუქა მწერალმა ლელა ცუცქირიძემ ქუთაისის შ.პ.ს. N 1 სკოლის IV(გ) კლასის მოსწავლეებს თავისი სტუმრობით.
შეხვედრა უშუალო, ემოციური და მხიარული გამოვიდა.
მართლაც სასიამოვნო „მხიარულოჯახობანა“ გავმართეთ, როგორც თავად ლელა ცუცქირიძემ აღნიშნა.
მწერალი საოცარი გულახდილობით პასუხობდა პატარა მკითხველთა შეკითხვებს, ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით უსმენდა მათ მოსაზრებებს. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე შეხვედრა, მწერლის მიერ უხვად გაცემული სითბო და სიყვარული, ხელს უწყობს პატარების დაინტერესებას ქართული საბავშვო მწერლობით და მათ კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას
.შ.პ.ს. N1 სკოლა უდიდეს მადლობას უხდის მწერალ ლელა ცუცქირიძეს სტუმრობისათვის.























2019 წლის 29 იანვარს შ.პ.ს. №1 სკოლაში გაიმართა ესეების კონკურს " მომავლის მოაზროვნის" დაჯილდოვება.
კონკურსის მეორე ტურში გადასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სერტიფიკატებით
ღონისძიებაზე ქართული ენის კათედრამ შეაჯამა პროექტის ორწლიანი მუშაობის შედეგი, საუკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კონკურსის მონაწილეებმა.
სკოლის დირექციის, ქართული ენის კათედრისა და მოსწავლეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით წარმატებული პროექტი კვლავ გაგრძლედება.

























2018წლის 28 დეკემბერს შპს № 1 სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით ,,ახალ წელს თოვლივით მოვალთ და მოგიტანთ მთელი წლის ფიქრებს".
3 ა,გ,დ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებლები თამარ გეწაძე,თამარ ონიანი,მარიამ ინანეიშვილი) წარმოადგინეს მრავალფეროვანი მუსიკალური,ქორეოგრაფიული ,შემეცნებითი ხასიათის აქტივობები და ამაღლებული საზეიმო განწყობა შეუქმნეს მაყურებლებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წევრები,პედაგოგები,მშობლები და ასე შემდეგ.
მათ დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი სანახაობა, შობა-ახალი წელი მიულოცეს მოსწავლეებს და დამსწრე საზოდაგოებას

















შ.პ.ს №1 სკოლის IIკლასის მოსწავლემ გიორგი ნიკოლაძემ მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადაში.
ის საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ შვიდეულში ქულათა რეიტინგის მიხედვით III ადგილზეა.
სკოლა ულოცავს ამ წარმატებასგიორგის, მის მშობლებსა და პედაგოგს ლელა სულაბერიძეს.











კულტურული ცნობიერებისა და ტოლერანტობის გრძნობის ასამაღლებლად, ასევე მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის უნარის გაღრმავების მიზნით 2019 წლის 20 დეკემბერს შ.პ.ს N1 სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგის დიანა ბოგვერძის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საახალწლო ღონისძიება- პროექტის პრეზენტაცია, სადაც წარმოადგინეს სხვადასხვა კულტურების საახალწლო წეს-ჩვეულებები.
ღონისძიებაზე განიხილეს ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ესპანეთის, ბრაზილიისა და საქართველოს საახალწლო ტრადიციები.
ბავშვები პროექტს ხალისითა და დიდი ინტერესით მოეკიდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამავე სკოლის დირექციის წარმომადგელები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

<

















ქუთაისის შ.პ.ს. №1 (გოქაძის) სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას (II - XII კლასებში).
მოსწავლეთა ჩარიცხვა მოხდება გასაუბრების (ტესტირების) საფუძველზე.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლის დირექციას.
მისამართი: ქუთაისი, ირ. აბაშიძის 13ა
ტელ: (0431) 29 77 74; 568 33 22 33; 574 34 24 24; 595 13 44 46

შ.პ.ს №1 (გოქაძე) სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ხელნაწერი წიგნის კონკურსში.
მათ საკუთარი ხელით გადაწერეს ძველი ქართული ტექსტები. მათ შორის დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ და „ვეფხისტყაოსანი“. ნორჩმა მხატვრებმა შექმნეს ილუსტრაციები წიგნებისათვის. შედეგად მივიღეთ ორიგინალურად დასურათებული და გაფორმებული ხელნაწერი წიგნი, რომლის ილუსტრაციებსაც წარმოგიდგენთ აქვე.










































შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეებმა : მარი მურუსიძემ, ნინი ხამაშურიძემ, მარიამ მორჩიაშვილმა, თემურ ნიქაბაძემ , ანანო გრიგოლიამ, მარიამ ფხაკაძემ ,ია ფურცხვანიძემ და მეგი შარაბიძემ მონაწილეობა მიიღეს „მომავლის ვარსკვლავებში“.
ჟიურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთი მატაბელმა მაღალი შეფასება მისცა ნორჩ მხატვართა შემოქმედებას და დიპლომები გადასცა მათ.
ჟიურის რჩეული და სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ანანო გრიგოლია.
სკოლის დირექტორი გოჩა გოქაძე და ხელოვნების პედაგოგი ხათუნა თვალოძე ჟიურიმ დააჯილდოვა დიპლომებით მაღალი დონის ორგანიზების უზრუნველყოფისა და პროფესიონალიზმისათვის.


















ქ. ქუთაისის მერიის მოერ გამოცხადებულ „კრეატიული ნაზვის ხეების „ კონკურსს ამშვენებდა შ.პ.ს N1 (გოქაძის) სკოლის კრეატიული ნაძვის ხე, რომლის დიზაინის ავტორია ხელოვნების პედაგოდი: ხათუნა თვალოძე.
მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სათამაშოების (აქსესუარების) კრეატიულად მორთვაში. მერიამ ჩვენი სკოლის ნაძვის ხე დააჯილდოვა დიპლომითა და საახალწლო ტკბილეულის კალათით.
ჩვენი ნაძვის ხე ასევე მონაწილეობდა „ეტალონის“ საახალწლო კონკურსში.


შ.პ.ს N1 სკოლის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ 2017 წელს
გისურვებთ ბედნიერ, ნაყოფიერ და წარმატებულ შობა-ახალ წელს.



შ.პ.ს. №1 (გოქაძის) სკოლის მე-2 კლასელები დროს და დროის ერთეულებს ეცნობიან.
პატარებმა ყველაფერი დროში გათვალეს და შეიმეცნეს დროის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისტორიაში, მათემატიკაში.
დროის ათვლა გვეხმარება წარსულის და აწმყოს შეცნობაში.
პედაგოგი:ირმა ხაჭაპურიძე
















შ.პ.ს. N1 (გოქაძის) სკოლაში 2016 წლის 5 დეკემბერს დაწყებითი განათლების პედაგოგიური საბჭოს სხდომა ჩატარდა.
პედაგოგებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხების.
ნაყოფიერი, პროფესიონალური და მომავლის გეგმებზე აწყობილი სხდომა მშვიდ და კოლეგიალურ ვითარებაში ჩატარდა.










შ.პ.ს. N1 (გოქაძის) სკოლის II კლასში ბუნების სახალისო და საინტერესო იდეებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
გვიხარია, როდესაც ბუნების ამოუხსნელ და საოცარ თვისებებზე ვსაუბრობთ.
პატარა და მოხერხებული ხელებით გადმოცემული სათქმელი ორმაგად საინტერესოა.
ვაგრძელებთ ბუნების შეცნობას დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით.
პედაგოგი:ირმა ხაჭაპურიძე

















საუკუნოვანი ჟურნალ "დილას" თანადგომის აქცია მოეწყო ქ. ქუთაისის "თიბისი" გალერეაში.
შ.პ.ს. N1 (გოქაძის) სკოლის ნორჩმა მხატვრებმა მიიღეს მონაწილეობა საუკუნოვანი ჟურნალ "დილას" თანადგომის აქციაში, რომელიც ქუთასისში "თიბისი" გალერეაში ჩატარდა
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება და შექმნეს გამოფენა, რომელმაც მოწონება და მნახველთა დაინტერესება დამოიწვია
ჟურნალის რედაქტორმა ქალბატონმა დოდო წივწივაძემ აღნიშნა ჟურნალ და "დილა"-სა და შ.პ.ს N1 სკოლის დამეგობრებისა და თანამშრომლობის შესახებ დამადლიერება გამოხატა ნიჭიერი ბავშვების მიმართ.
მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ჟურნალ "დილის" ნომრები.
გამოფენიდან ბავშვები დიდი შთაბეჭდილებით და ემოციით დაბრუნდნენ. გამოფენა დადგმებით იყო გაფორმებული
გათავაზობთ წარდგენილი ნამუშევრების ნაწილს ...
პეგადოგი: ხათუნა თვალოძე
























შ.პ.ს 1 სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა, რომელშიც ყველა საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატი მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ინტელექტ-ჩემპიონატში და მათ წინ მეორე ტური ელოდებათ




შ.პ.ს №1 (გოქაძის) სკოლის III კლასის მოსწავლეებმა 2016 წლის 13 ნოემბერს ადამიანის ორგანოების გაცნობა გადაწყვიტეს.
გამომცემლობა "ბაკმა" წიგნით "ადამიანი" ძალიან დაგვეხმარა ამ საქმეში. საოცრად ილუსტრირებულმა სახელმძღვანელომ , საინტერესოდ გადმოცემულმა მასალამ მოსწავლეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია
ასე შეიმეცნეს ჩვენმა პატარებმა მსოფლიოში უდიდესი ფენომენი - ადამიანი
პედაგოგი: ირმა ხაჭაპურიძე








შ.პ.ს 1 სკოლაში ჩატარდა დედამიწის და გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ასფალტზე ხატვა.
ბავშვებმა მოიძიეს მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციები და წაიკითხეს აუდიტორიის წინაშე.
კონფერენციას თან ახლდა შესაბამისი ვიდეო მასალა და სურათები. გარემოს დაცვის და უსაფრთხოების თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელში და ბავშვებმა საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს , რითაც მეტი ინტერესი შემატეს კონფერენციას. სკოლის დირექციამ და ხელოვნების პედაგოგმა ხათუნა თვალოძემ ღონისძიებაში მონაწილე მოსწაავლეები დააჯილდოვა დიპლომებით ნომინაციაში ,,ბუნების ქომაგი’’.
პედაგოგი:ხათუნა თვალოძე.
























შ.პ.ს. N1 სკოლაში 10 მაისს ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლოშემოქმედებით კონფერენცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
პედაგოგი : ეკატერინე მხეიძე.
მონაწილეებმა წარადგინეს მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები : "სოფლის სიწმინდე" და "ქალაქის მტვერი", ვაზი და საქართველო, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები ქართულსა და ინგლისურ ენებში, ნადირობის ეპიზოდების საკრალური მნიშვნელობა ქართულ მწერლობაში, ღვთისმშობლის სახე-სიმბოლოების წარმოშობის ბიბლიური წყაროები, ხარის სახე მწერლობაში.
შ.პ.ს. N1 სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტებით არ შემოიფარგლება, ბავშვები აქტიურად არიან ჩაბმული კლასგარეშე შემოქმედებით მუშაობაში, რისი ნათელი სასასტურებაც გახლდათ ის პროექტები, რომელთა პრეზენტაცია გაიმართა აღნიშნულ კონფერენციაზე.
კონფერენცია წარმოადგინეს დიდ სტიმულს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში, რადგან ასეთი მუშაობა არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილებისაგან
პროექტზე მუშაობის პროცესი იყო ხანგრძლივი. ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობდნენ ინფორმაციების მოსაპოვებლად. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს კვლევა-ძიების უნარების განვითარებას.
კონფერენციას ესწრებოდნენ: ხარისხის მართვის მენეჯერი ნინო ხურციძე, სკოლის პედაგოგები და მშობლები. მათ დადებიტად შეაფასეს მოსწავლეთა მოხსენებები და აღნისნეს, რომ ასეთი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი კოგნიტური უნარების განვითარებას, როგორიცაა : შემოქმედებითი , ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება. ბავშვები იძენენ პრეზენტაციის კომპეტენციას, რაც აუცილებელია საზიგადოების წინაშე წარსადგენად, აგრეტვე ეჩვევიან დახვეწილი წერის კულტურას.
ეს უნარ-ჩვევები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასი დაეხმარებათ.

















შ.პ.ს №1 სკოლაში 2016 წლის 18 აპრილს VIბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი ისტორიასა და ხელოვნებაში.
პროექტ-გაკვეთილის თემა იყო “დავით IV-ტოლერანტი მეფე”.მოსწავლეებმა მიმოიხილეს იმდროინდელი საქართველო და ის დიდი ღვაწლი ,რომელიც მიუძღვის დავითს საქართველოს გაძლიერებასა და გაერთიანებაში, მეფის ტოლერანტული დამოკიდებულება მუსლიმი მოსახლეობისადმი. მათ დღევანდელი პროექტ-გაკვეთილი დაეხმარებათ სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებაში.


პედაგოგები:მადონა ღვინერია და ხათუნა თვალოძე.












ნოემბერში საბავშვო ჟურნალმა "დილამ" გამოაცხადა ბავშვთა ნახატების კონკურსი.
შ.პ.ს N1 სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ კონკურსში. მათი ნამუშევრები აიტვირთა ჟურნალი ფეისბუქგვერდზე და ერთი თვის მანძილზე დაიწყო ხმების შეგროვევბა
ჩვენი სკოლის სამი მოსწავლე: ანიტა აზარიაშვილი (III კლასი), ნინო ხამაშურიძე (V კლასი), და ანანო გრიგოლია (IX კლასი) მოხვდენენ საუკეთესო ხუთეულში. (III-IV-V ადგილები).
ჟურნალ "დილას" რედაქციამ გამარჯვებული მოსწავლეების ნახატები გამოაქვეყნა საახალწლო ნომერში და მოსწავლეები დაასაჩუქრა საბავშვო გამომცემლობა "დილას" მიერ გამოცემული წიგნებით
დირექციისაგან წარმატებულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს სამხატვრო კომპლექტები.











შ.პ.ს №1 სკოლის VIა და VIგ კლასის მონაწილეობით 2016 წლის 20 აპრილს ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი მოწამეთასა და ბაგრატის ტაძარზე.
მოსწავლეებმა გაცოცხლეს VIII-XI საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ვითარება.გაკვეთილი მიეძღვნა დავით დ კონსტანტინე მხეიძეებსა და ბაგრატ III-ს. მათ წინასწარ მოამზადეს პროექტი მოწამეთასა და ბაგრატის ტაძრის შესახებ დ საინტერესოდ მიმოიხილეს იმდროინდელი ეპოქა.
პეგადოგი: მადონა ღვინერია











შ.პ.ს N1 სკოლის ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა სკოლებს შორის ჩატარებულ ხელბურთის ჩემპიონატში
გუნდმა ბატონ ვიქტორ ჩაჩავას ხელმძღვანელობით საპრიზო 2 ადგილი დაიკავეს
ჩემპიონატს ქუთაისის სპორტის სასახლე მასპინძლობდა, რომელიც ტარდებოდა 2000-2001 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის.
სკოლის ადმინისტრაციამ მიულოცა ახალგაზრდებს ეს მნიშვნელოვანი წარმატება.ხელბურთი გუნდის თითოეულ წევრს გადაეცათ მედლები და დიპლომი
























შ.პ.ს N1 სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ხატვის კონკურსში
"მხატვარი პანდა"
ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები:მარიამ მორჩიაშვილი (III კლასი) და თემო ნიქაბაძე (V კლასი)
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით. ასევე შ.პ.ს N1 სკოლის დირექციამ კონკურსანტი ბავშვები დააჯილდოვა სამხატვრო კომპლექტით
პედაგოგი: ხათუნა თვალოძე



















შ.პ.ს N1 სკოლა გილოცავთ ახალ 2016 წელს.
გისურვებთ ბედნიერ, ნაყოფიერ და წარმატებულ შობა-ახალ წელს.



შ.პ.ს N1 სკოლა აქტიურად ჩაერთო ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "კრეატიული ნაძვის ხე".
მოსწავლეებმა შექმნეს ნაძვის ხის მოსართავები მრავალფეროვანი მასალებისაგან (თექა, თიხა, მძივი, ბაფთა, ბისერი). შეიქმნა მრავალი საახალწლო აქსესუარუ და დეკორაცია.
ნაძვის ხე აიწყო სკოლის მიმდებარე ღია სივრცეში და თავისი სილამაზით იქცევდა მნახველთა ყურადღებას.
მერიის წარმომადგენლობითმა ჟიურიმ მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა შემოქმედებას და სკოლას გადაეცა სერთიფიკატი

შ.პ.ს N1 სკოლაში 2015 წლის 28 დეკემბერს IIIა და IIIბ კლასებში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით
,,დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ!“.
დამრიგებლები:ქეთევან კუბლაშვილი ,თამარ გეწაძე
ღონიძიება მიეძღვნა აკაკი წერეთლის საიუბილეო წელს. ესწრებოდნენ: მშობლები,კოლეგები და დირექციის წარმომადგენლები. ბავშვებმა კარგად მოირგეს როლები, გამოხატეს მწერლისადმი განსაკუთრებული სიყვარული და მათი ასაკის შესაფერისი სიღრმისეული წვდომა აკაკი წერეთლის შემოქმედებისა. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც კოლეგების, ასევე მშობლების მხრიდან.მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასწავლებლებიც,რამაც თავისი ხიბლი შესძინა პროექტს.
















შ.პ.ს N1 სკოლიში 14,15,16,18,21,23 დეკემბერს ჩატარდა ღია გაკვეთილები მათემატიკაში მე-4, მე-5, მე-6 კლასებში.
, გაკვეთილის თემა იყო: პირველ სემესტრში ნასწავლი მასალის შეჯამება

გაკვეთილზე ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. შეასრულეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური დავალებები. ასევე შემთხვევით შერჩეული ბარათებით შეასრულეს დამოუკიდებლად ამოცანები. წარმოადგინეს თვალსაჩინო მასალები.
გაკვეთილებს ესწრებოდნენ მშობლები , მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები. აღნიშნულმა ღია გაკვეთილებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს თავად ბავშვებსა და დამსწრე საზოგადოებაში.
პედაგოგები : ნინო რობაქიძე, ნინო ჯოჯუა და მარიამ ჩიტაიშვილი.










შ.პ.ს N1 სკოლიში 2015 წლის 17 დეკემბერსა და 23 დეკემბერს ჩატარდა ისტორიის ღია გაკვეთილები V და VI კლასებში.
გაკვეთილის თემა იყო: „ქრიატიანობა საქართველოში“ და „წყალი საქართველოს სიმდიდრე“.
ღია გაკვეთილი ჩაატარა ისტორიის მასწავლებელმა მადონა ღვინერიამ
ღია გაკვეთილებს ესწრებოდნენ მშობლები და მასწავლებლები.ისტორიის მასწავლებლის მიერ გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა შემდეგი სახის აქტივობები: ასოციაციური რუკა, 3 2 1, ჯგუფური მუშაობა,ბლუმის პირამიდა და როლური თამაშები. გაკვეთილზე ბავშვებმა გამოამჟღავნეს საგნის ღრმა ცოდნა და დიდი ინტერსი.თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილის პროცესში.











შ.პ.ს N1 სკოლის მეოთხე კლასელების სტუმრობა ბაგრატის ტაძარში
2015 წლის 2 დეკემბერს შპს №1 სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ქუთაისის ბაგრატის ტაძარი. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკატერინე მხეიძე ბავშვებთან ერთად ხშირად მსჯელობს, რომ საჭიროა ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ სულიერი, ზოგადსაკაცობრიო ფასიულობები და დროებითი, წარმავალი ღირებულებები. სწორედ ამ შეგნების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა ბაგრატის ტაძარში მათი სტუმრობა მასწავლებელმა ბავშვებს გააცნო ბაგრატის ტაძრის ისტორია, ისაუბრა ამ ძეგლის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა მოილოცეს ეკლესიის სიწმინდეები. შემდეგ , მასწავლებლის დავალებით, ბავშვებმა იქვე, ტაძრის ეზოში წერილობით გადმოსცეს თავიანთი ფიქრები და განცდები. ეს დღე მეოთხეკლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ.




















გიხაროდეთ!!!

ჩვენი სკოლის გუნდმა „რა, სად, როდის“ საქალაქო ჩემპიონატში 2015 წლის 18 აპრილს ზედიზედ მესამედ მოიპოვა ქუთაისის ჩემპიონის ტიტული.

ვულოცავთ ჩვენი გუნდის წევრებს ამ წარმატებას:
1. ვახტანგ ჩაჩხიანს (კაპიტანი);
2. ლიკა ხაზარაძეს;
3. ლიკა კოკაიას;
4. ანა ტომაშს;
5. ლევან გასვიანს;
6. გიორგი აფხაიძეს

და ვუსურვებთ წარმატებებს რესპუბლიკურ პირველობაზე.



ქ. ქუთაისის შ.პ.ს. N1 სკოლას გაცვლითი პროგრამა აკავშირებს გერმანიის ბავარიის მხარის ქ. ნაილას ჰოხფრანგენის გიმნაზიასთან.


ამ პროგრამის ფარგლებში 2013 წლის გაზაფხულზე შ.პ.ს. N1-მა სკოლამ უმასპინძლა ქ. ნაილას გიმნაზიის 15 მოსწავლეს 2 პედაგოგთან ერთად. 2013 წლის 30 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით გერმანელი ბავშვები ცხოვრობდნენ ქართველ ბავშვებთან ოჯახებში და ამ ხნის მანძილზე ეცნობოდნენ საქართველოს კულტურულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს. 2013 წლის შემოდგომაზე ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა გერმანულმა მხარემ. მოვინახულეთ ქალაქები ბამბერგი, ნიურნბერგი, რეგენსბურგი, პრაღა, მიუნხენი და ნოიშვაიშტაინი. შ.პ.ს. N1 სკოლის მოსწავლეს, რომელიც საუკეთესოდ ფლობს გერმანულ ენას, საშუალება აქვს 3 თვით ისწავლოს ქ. ნაილას ჰოხფრანკენის გიმნაზიაში.





ურთიერთობა გრძელდება.

ამ სასწავლო წელს კი იგეგმება გაცვლითი პროგრამა იტალიაში.

გერმანულენოვან მოსწავლეებს საშუალება აქვთ თავიანთი ცოდნა გააღრმავონ და დიდი გამოცდილება მიიღონ არა მარტო გერმანიის, არამედ იტალიის გერმანულენოვან მოსწავლეებთან ურთიერთობაში.




















     

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი