N1 სკოლა! გვენდეთ! გაგიმართლებთ!

სკოლის მისია და მიზანი

"ყმაწვილმა უნდა იცოდეს საცნობრად თავისადაო
ვინ არის,სიდან მოსულა, სად არი,წავა სადაო".
დავით გურამიშვილი
შ.პ.ს №1 სკოლის მისიაა განათლებული, კრეატიულად მოაზროვნე, ჯანსაღი, ტოლერანტი, კონკურენტულ გარემოში თვითდამკვიდრების უნარის მქონე პიროვნების აღზრდა-ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე.
სკოლა წარმართავს პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესს; აღსაზრდელებისთვის ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ისინი განივითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას, თავისუფალ აზროვნებას, თვითდამკვიდრებას.
სკოლის მისი მართვის სულ ცოტა სამი ამოცანის წარმატებით განხორციელების საშუალებას იძლევა. კერძოდ:
1) ავალდებულებს ხელმძღვანელობას:
1.1 სისტემატიურად აანალიზოს საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები;
1.2 იზრუნოს სკოლის ეფექტიან ფუნქციონირებაზე
2) ნათლად ჩამოყალიბებული და კონკრეტული საქმიანობით დადასტურებული მისია ხელს უწყობს სკოლის კარგი იმიჯის შექმნას

სკოლის განსაკუთრებული პრიორიტეტებია:
1) ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით მათი აღჭურვა;
2) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის გაძლიერებულად შესწავლისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა
3) სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა მცირეკონტიგენტიან ჯგუფებთან მაღალკვალიფიციური პედაგოგების მონაწილეობიტ, რაც სკოლის მისიის განხორციელებასა და სწავლის მაღალი ხარისხის მიღწევის გარანტია.


სკოლის
1) სტრატეგია სკოლის მისიის და მიზნების განხორციელების შორს გამიზნული კონცეფციაა;
2) ძირითადი სამოქმედო პრინციპებია: ორგანიზებულობა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, შემოქმედებითობა, რესურსის (ადამიანური, მატერიალური, ფინანსური) ოპტიმალური გამოყენება;
3) საქმიანობა ეფუძნება შედეგების ანალიზს. კვლევას, განვითარების გზების მუდმივ ძიებას, საერთო კულტურის ჩამოყალიბებას. სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, უთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო.

     

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი