N1 სკოლა! გვენდეთ! გაგიმართლებთ!

ჩვენს შესახებ




" თუ გსურთ იყოთ 21-ე საუკუნის ღირსეული მოქალაქე, იპოვოთ საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, სწორად შეარჩიოთ მომავალი პროფესია და გახდეთ სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტი, თანაცმოიპოვოთ სწავლების სახელმწიფო დაფინანსება (გრანტი), ნუღარ დააყოვნებთ და მოგვმართეთ ჩვენ - შ.პ.ს. N1 სკოლას (დამფუძნებელი: გოჩა გოქაძე ). ჩვენთან მეცადინეობებს წარუძღვებიან ქალაქში ცნობილი, უმაღლესი კვალიფიკაციისა და ხანგრძლივი სარეპეტიტორო გამოცდილების მქონე პედაგოგები.


პედაგოგებს ირჩევთ თქვენ, ინდივიდუალურად!


საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს მრავალგზის აპრობირებული მეთოდებისა და სწავლებისთანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მცირერიცხოვან ჯგუფებში (6-8 მოსწავლე). საქმიანი თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობებითა და სამუშაო დროის სწორი განაწილებით ჩვენ სწავლას კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებთ, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

სწორად წარმართული სასწავლო პროცესისა და სკოლის პედაგოგთა პროფესიონა- ლიზმის დამსახურებაა ის შედეგები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები აღწევენ არა მარტო საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე, არამედ მოსწავლეთა რეპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე. მაგალითად, გასულ სასწავლო წელს ჩვენი 176 კურსდამთავრებულიდან 142-მა მოიპოვა სწავლების სახელმწიფო დაფინანსება: 100%-იანი - 48-მ, 70%-იანი - 51-მა, ხოლო 50%-იანი - 43-მა მოსწავლემ.

არანაკლებ წარმატებული იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის საგნობრივი ოლიმპიადები, რომელთა შედეგების მიხედვით მოვხვდით საქართველოს წარმატებულ სკოლათა სამეულში. სკოლა პირველობას არ თმობს არც ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, რისი დასტურიცაა 2013 და 2014 წლებში ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ორგზის ჩემპიონობა და IV ადგილი რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე.

ჩვენი მიზანია ასევე ვიზრუნოთ მოსწავლეთა სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაზე, რისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია თეატრალური ხელოვნების ინტენსიური ჩართვა მათ აღზრდაში. სწორედ ამიტომ ჩვენმა მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქალაქო თეატრალურ ფესტივალში და მათმა სპექტაკლმა "პრემიერა" გრანპრი დაიმსახურა.




     

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი